png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დეოლიგარქიზაციის კანონი საშინელი კანონია, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ - ალეკო ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 14.11.2022
  • 15:49
დეოლიგარქიზაციის კანონი საშინელი კანონია, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი საშინელი კანონია და მას მხარს არ უჭერენ.

მისი თქმით, ოპოზიციამ სწორ საკითხებზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

„საშინელი კანონია, ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ეს არის სისულელე, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა ჩაიდინა. ეს იყო ბუმერანგი, რომელიც დაუმიზნეს ბიძინა ივანიშვილს და მოხვდება ოპოზიციონერ მდიდრებს. ამით დამთავრდება ეს ისტორია, რადგან ზოგიერთ მიამიტ ოპოზიციონერს რატომ ჰქონდა განცდა, რომ ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მიაღებინებდნენ ისეთ კანონს, რომლითაც ივანიშვილს რამეს აუკრძალავდა. ეს მიამიტური განცდა არ მესმის. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამ ვითარებას გამოიყენებს, გადმოიტანს უკრაინულ კანონს შესწორებებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბუმერანგს, რომელიც დაუმიზნეს ივანიშვილს, მოარტყამს მამუკა ხაზარაძეს, ნაყოფიას. კეზერაშვილი ისედაც ციხეში უნდა იჯდეს ამ ხნის განმავლობაში.

ჩემი აზრით, სტატუსზე დიდად ვერ აისახება, რადგან „ქართული ოცნება“ გაიმართლებს თავს. იტყვიან, დამავალეთ, გავიხედე, გამოვიხედე, პრეცედენტი არსად არ იყო, იყო უკრაინული, გადმოვიღე, მივიღე. რასაც სულ ვსაყვედურობთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან არის ის, რომ სწორ საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტები და უბრალოდ არ ვაბაკუნოთ ფეხები. ჩვენ მარტო სასამართლოზე უნდა ვსაუბრობდეთ, მარტო პროკურატურის თავისუფლებაზე უნდა ვლაპარაკობდეთ. ეს ორი ინსტიტუცია რომ იყოს გამართული, ვერანაირი ოლიგარქიული მმართველობა ვერ იქნებოდა ქვეყანაში, მაგრამ მოიგონებენ, დაიჩემებენ ხოლმე რაღაცას, დააბაკუნებენ ფეხს. შემდეგ ეს მოქნეული ბუმერანგი ხვდებათ თავში და უკვირთ, კიდევ ერთხელ როგორ აჯობა ჭკუაში „ოცნებამ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge