png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიწა-წყალი შემოგვიღობეს ზუსტად იმ დღეს, როცა უკრაინული არმიის დანახვაზე რუსები უკან მოუხედავად გარბოდნენ, ჩვენი წინაპრები ქედს არ უხრიდნენ არავის, „ქართულ ოცნებას“ ვეკითხები, არ გაწუხებთ ასე ღირსებააყრილები რომ ვართ? - ალეკო ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 15.11.2022
  • 13:44
მიწა-წყალი შემოგვიღობეს ზუსტად იმ დღეს, როცა უკრაინული არმიის დანახვაზე რუსები უკან მოუხედავად გარბოდნენ, ჩვენი წინაპრები ქედს არ უხრიდნენ არავის, „ქართულ ოცნებას“ ვეკითხები, არ გაწუხებთ ასე ღირსებააყრილები რომ ვართ? - ალეკო ელისაშვილი

მიწა-წყალი შემოგვიღობეს კიდევ ჩვენ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინული არმიის დანახვაზე უკან მოუხედავად გარბოდნენ რუსები, აი იმ დღეს ზუსტად ისევ დაგვამცირეს ჩვენ, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ ისევ რუსები, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მან უკრაინელ ერს ხერსონის დაბრუნება მიულოცა.

„მინდა, აქ წარმოდგენილ უკრაინელებსაც და მთელ უკრაინელ ერს მივულოცო ხერსონის დაბრუნება რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ. მეც, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ამ დედამიწაზე, ცრემლებით ვუყურებდი, როგორ ეგებებოდნენ ხერსონელები საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას ოკუპირებულ ქალაქში და როგორი აღტაცებულები სკანდირებდნენ საკუთარი ჯარის, საკუთარი შეიარაღებული ძალების სახელს. ჩემდა სამარცხვინოდ მინდოდა, რომ ზუსტად იმ დღეს, 11 ნოემბერს მიწა გამსკდომოდა მე, როგორც ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, რადგან 11 ნოემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში ისევ დაგვიყენეს ინსტალაციები რუსმა ოკუპანტებმა. ეხლა რაღაც ლამაზი სიტყვა დავარქვით ამას, შეგვიძლია, საახალწლო განათებები ან ფოჩიანი კანფეტები დავარქვათ, მაგრამ მიწა-წყალი შემოგვიღობეს კიდევ ჩვენ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინული არმიის დანახვაზე უკან მოუხედავად გარბოდნენ რუსები, აი იმ დღეს ზუსტად ისევ დაგვამცირეს ჩვენ, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ ისევ რუსები. დედამიწაზე ერთადერთი სახელმწიფო ვართ, ტაჯიკეთი არ ეპუებათ, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს და ჩვენ ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. უფრო მეტიც, ფიანდაზები რომ დავუგეთ საზღვარზე რუს ოკუპანტებს, დეზერტირებს, გამოქცეულებს, ყველაზე სამარცხვინო ხალხს, აი, ეს ერთი რუსი იდგა და მარჯანიშვილზე დედას გვაგინებდა ნახევარი საათი, პერსონალურად გვაგინებდა ქართველებს. ჩვენდა სამარცხვინოდ, ერთი კაცი არ აღმოჩნდა იქვე ჩამვლელი, რომ საკადრისი პასუხი გაეცა, დაიჭირეს, მეორე დღეს გამოუშვა პოლიციამ და მეორე რუსმა იმავე დღეს წიხლქვეშ გაიგდო ქართველი გოგო კაფეში.

აი, ასეთი უმადური იმპერიალისტი ხალხია ესენი და ამიტომ ვამბობდი, მაგათი ფეხი არ უნდა ყოფილიყო აქ. იმიტომ გვიბედავენ ამ ყველაფერს და იმიტომ ვართ ასეთ სამარცხვინო დღეში, გიგა ოთხოზორია რომ დაგვიკლეს ქართული პოლიციის საგუშაგოზე და იმის მკვლელი დღემდე ლაღად რომ დადის, გამოფატრული რომ დაგვიბრუნეს აჩიკო ტატუნაშვილი და იმის მკვლელები რომ არხეინად დადიან და შერჩათ, იმიტომ გვიბედავს, აბედინებს და გვიბედავენ. ეს დღეები მინდა, რომ სირცხვილით მიწა გამისკდეს. მეგონა, ისეთ ქვეყანაში გავიზარდე, იყო მეომრების ქვეყანა და სახელოვანი. რითი იყვნენ ჩვენი წინაპრები სახელოვანი? ქედს არ უხრიდნენ არავის და ჩვენ ვართ ასე თავჩაღუნულები. „ქართულ ოცნებას“ მინდა, გკითხოთ – არ გაწუხებთ ასე ღირსებააყრილები რომ ვართ? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge