png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოლივერ ვარჰეის მოწოდება, რომ ოპოზიცია ჩართული იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში, ცალსახად ერთმნიშვნელოვანი და მისაღებია - ბეჟაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.11.2022
  • 18:28
ოლივერ ვარჰეის მოწოდება, რომ ოპოზიცია ჩართული იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში, ცალსახად ერთმნიშვნელოვანი და მისაღებია - ბეჟაშვილი

ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მოწოდება, რომ ოპოზიცია ჩართული იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში, ცალსახად ერთმნიშვნელოვანი და მისაღებია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, „ქართული ოცნება“, როგორც სამთავრობო ძალა, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ მოწოდებას.

„ფასადური ცვლილებებით, ფასადური პროექტების მიღებით, ბუნებრივია, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სულისკვეთება დაცული არ იქნება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების შემდგომი გადაწყვეტილებაც ადეკვატური იქნება. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით, კონსენსუსით მოხდეს მთელ რიგ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. მაგალითი არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, სადაც ხელისუფლება კვლავ საპარლამენტო ძალმომრეობით ცდილობს, თავს მოახვიოს ისეთი პროექტი, რომელიც ქვეყნის რეალობას არ შეესაბამება და მხოლოდ ფასადურად ემსახურება 12-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას. დეპოლარიზაციის საკითხისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ნიკა გვარამიას, როგორც მთავარი მედიამენეჯერის, ოპოზიციური მედიამენეჯერის გათავისუფლება. ამ გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, ეს დაუდებდა საფუძვლად ქვეყანაში დეპოლარიზაციას. შესაბამისად, უზრუნველყოფდა ქვეყნის მომავალ ევროპულ პერსპექტივას. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადოს პარტიული, პოლიტიკური შურისძიების მოტივები, იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებით და უზრუნველყოს ამ ორი ადამიანის გათავისუფლება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge