png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ახალი შენობის მშენებლობისათვის 4,5 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას ჩადებს

  • ეკონომიკა
  • 03.03.2016
  • 13:22
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ახალი შენობის მშენებლობისათვის 4,5 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას ჩადებს

2016 წლის პირველი დიდი გერმანული ინვესტიცია საქართველოში განათლების სფეროში გაკეთდება: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მომდევნი თვეებში მთლიანობაში 4,5 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დახარჯვას აპირებს  ბაგებში სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად. გერმანიის ფედერალური მთავრობა მშენებლობისათვის 3,2 მილიონ ევროს გამოჰყოფს. გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ 2016 წლის 3 მარტს საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ელჩის რეზიდენციაში  შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს დაარსდა და მას ამჟამად ექვსი კლასი აქვს. სკოლასა და მის ბაღში დღესდღეობით 109 ბავშვი სწავლობს. სკოლის კავშირს დაგეგმილი აქვს, 2022 წლამდე სკოლა აქციოს სრულყოფილ გერმანულ საზღვარგარეთის სკოლად, რომელსაც ექნება 12 კლასი და რომელშიც სამასამდე ბავშვი ისწავლის. საბავშვო ბაღში კი სამოცამდე ადგილი იქნება.

სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი 2014 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა სკოლას. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით. გერმანიის ფედერალური მთავრობის გარდა სკოლის შენობის მშენებლობას კრედიტით ხელს უწყობს ასევე პროკრედიტ ბანკიც.

„თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა არაჩვეულებრივი მაგალითია განათლების სფეროში ჩამოყალიბებული გერმანულ-ქართული ურთიერთობებისა“, აღნიშნა გერმანიის ელჩმა ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. „გერმანიის  ფედერალური მთავრობის მიერ 3,2 მილიონი ევროს გამოყოფა სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვენდობით საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას. სკოლისათვის გაწეული დახმარებით ჩვენ შეგვაქვს წვლილი საქართველოს განათლების სფეროს შემდგომ განვითარებასა და გერმანელი ინვესტორებისათვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდაში.“

სკოლის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა საშა ტერნესმა მადლობა გადაუხადა ელჩს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საზღვარგარეთის გერმანული სკოლის მუდმივი მხარდაჭერისათვის. ამავე დროს მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ბაგებში გამოყოფილი ნაკვეთისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ  თანამედროვე გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენებული სკოლის ახალი შენობა იქნება ეკოლოგიური და ენერგოეფექტური, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედება მოხდეს გარემოზე. ასე მაგალითად შენობის კომპლექსი ფერდობიან ნაკვეთზე ისე დაიგეგმა, რომ არ იქნება აუცილებელი დიდი ცვლილებების შეტანა ლანდშაფტში. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია გერმანული ენის თვის ფარგლებში 2016 წლის მაისში.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge