png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთს რაკეტების მარაგი ეწურება, რის გამოც უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ტემპის შემცირება მოუწევს - ISW

  • მსოფლიო
  • 16.11.2022
  • 12:18
რუსეთს რაკეტების მარაგი ეწურება, რის გამოც უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ტემპის შემცირება მოუწევს - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად ამოწურა მაღალი სიზუსტის შეიარაღების სისტემის მარაგები და სავარაუდოდ, იძულებული იქნება შეამციროს დარტყმები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

გუშინ, 15 ნოემბერს, რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის  საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის იური იგნატის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორაიზე 100-მდე ფრთოსანი რაკეტა Х-101 და Х-555 ისროლეს.

რუსეთის ძალებმა დარტყები მიიტანეს კიევის, ასევე როვენის, ჟიტომირის, ლვოვის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცის, ოდესის, კიროვოგრადის, ჩერკასის, ვოლინისა და ხარკოვის ოლქების წინააღმდეგ.

ISW-ში ამბობენ, რომ რუსებმა, 15 ნოემბერს, კოორდინირებული სარაკეტო დარტყების დროს, სავარაუდოდ, გამოიყენეს მაღალი სიზუსტის შეიარაღების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 73 რუსული ფრთოსანი რაკეტა და ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 10 ოქტომბერს რუსეთის მასირებული დარტყმების დროს უკრაინის ძალებმა 84-დან გაანეიტრალეს 43 ფრთოსანი რაკეტა და 13 დრონი.

ჩამოგდებული რაკეტების მზარდი რაოდენობა აჩვენებს ბოლო ერთ თვეში უკრაინის საჰაერო თავდაცვის უკეთეს მუშაობას, რასაც უკრაინის გენშტაბი დასავლეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობით ხსნის.

ISW-ში ფიქრობენ, რომ რუსეთის ძალებმა მნიშვნელოვანდ ამოწურეს მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგი, რის გამოც სავარაუდოდ, რუსეთს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების ტემპის შემცირება მოუწევს. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები კვლავ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, თუმცა აღნიშნავენ, რომ უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი უკრაინელების სულისკვეთებას ვერ გატეხს.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge