png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ ენჯეოებმა - კობახიძე შაჰინის განცხადებაზე

  • პოლიტიკა
  • 17.11.2022
  • 13:36
ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ ენჯეოებმა - კობახიძე შაჰინის განცხადებაზე

დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასათავრობო ორგანიზაციებზე და ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სენატში გამართულ სხდომაზე მან საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შემცირებაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ ენჯეოებმა. ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ.  მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არალერევანტური, რომ ისინი მუშაობენ ენჯეოების გავლით, ეს აქვს აშშ-ის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს ნათქვამი. კრიტიკას ფასი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სამართლიანი.

რაც შეეხება დაფინანსებას, ძირითადად ეს დაფინანსება განკუთვნილია ენჯეოებისთვის, აქედან გამომდინარე მათ უნდა იდარდონ არსებითად თუ ამ დაფინანსებას რაიმე ფორმით საფრთხე შეექმნება. არ მგონია, რომ ეს მოხდება, რადგან ენჯეოების დაფინანსება არის რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რაიმე საწუხარო იყოს, მითუმეტეს შაჰინმა თავადვე თქვა, რომ ასეთი საკითხი „მე მითხრეს, რომ არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად“, თვითონ შაჰინმა თქვა. მანამდე ამერიკის ერთ-ერთ ელჩს აქვს ნათქვამი, რომ დათქმები არის არალერევანტური, რადგან ისინი მუშაობენ ენჯეოების გავლით“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge