png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მალაიზიური ბოინგის საქმეზე ჰააგის სასამართლომ რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დამნაშავედ ცნო

  • მსოფლიო
  • 17.11.2022
  • 18:44
მალაიზიური ბოინგის საქმეზე ჰააგის სასამართლომ რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დამნაშავედ ცნო

ჰააგის საოლქო სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონეცკის ოლქში „მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ბოინგის კატასტროფის საქმეზე“ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, ჰააგის სასამართლომ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი მოქალაქე და უკრაინის ერთი მოქალაქე. კერძოდ, იგორ გირკინი – რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო; რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი სერგეი დუბინსკი; უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენო, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის დანაყოფს ხელმძღვანელობდა.

სასამართლომ აღიარა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მარშრუტის კოორდინაციაში, "ბუკის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ ბოინგის ჩამოგდებული რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია.

მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ როგორ მოიქცა ბუკის ეკიპაჟი რაკეტის გაშვების დროს, ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ინსტრუქცია და როგორ მოხდა აფეთქება.

სასამართლოს დასკვნით, MH17 Boeing ჩამოაგდეს რუსული წარმოების რაკეტით, ბუკის რაკეტით, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქ სნეჟნოესთან, პერვომაისკის რაიონიდან გაისროლეს.

სასამართლომ ასევე აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ე.წ. დონეცკის "სახალხო რესპუბლიკაზე" კონტროლს ახორციელებდა რუსეთი.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო. ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge