png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი ვაშაძის დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის, სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 13:26
გიორგი ვაშაძის დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის, სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი - ღარიბაშვილი

გიორგი ვაშაძის დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის, სიყალბის პერფორმანსი და იმის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვაშაძის გამოსვლა იყო საზოგადოების შეურაცხყოფა.

„ჩვენ ახლა მოვისმინეთ გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე, ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც ჩაიდინეთ. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით", - თქვა ღარიბაშვილმა.

გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ის არის დამნაშავე, იმაში რომ დღეს საქართველოს არ აქვს ევროკავშირის სტატუსი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge