png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დაამსხვრია მახინჯი სისტემა, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გავაკეთეთ - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 13:52
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დაამსხვრია მახინჯი სისტემა, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გავაკეთეთ - ღარიბაშვილი

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოვნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დაამსხვრია მახინჯი სისტემა, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გავაკეთეთ - ღარიბაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

"მინდა, მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და რეალურად თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და მმართველობის სტილით იყო აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, მას შემდეგ, რაც ეს სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რომელსაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა. მინდა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს გახლავთ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს სამი წლის დაგვიანებით. დაიწყო რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ, ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი. შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge