png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გგონიათ, ჩახვალთ ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ორბანთან და შემდეგ მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ რუსეთის ტროას ცხენად მონათლული ორბანი იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში - სამადაშვილი ღარიბაშვილს

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 14:20
გგონიათ, ჩახვალთ ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ორბანთან და შემდეგ მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ რუსეთის ტროას ცხენად მონათლული ორბანი იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში - სამადაშვილი ღარიბაშვილს

ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ არჩია, ბევრი ტყუილი ეთქვა, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც დღეს ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

"უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას", -თქვა მან.

სამადაშვილის თქმით, პრემიერს უცნაური გემოვნება გაქვთ როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში.

„ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ არჩია, ბევრი ტყუილი ეთქვა, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა. საკუთარი სამშობლოს მიმართ სიბრალული გამიჩნდა და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც დეოლიგარქიზაციას გვთხოვენ, რადგან ბერა ივანიშვილის თანაშემწე პრემიერ-მინისტრი იყოს, ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მიეცეს შანსი, გახდეს ევროპული ქვეყანა.

ათი წელი გავიდა, რაც ხელისუფლებაში ხართ. თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა იყო, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას.

უცნაური გემოვნება გაქვთ როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში, რადგან თქვენ, ბატონო ირაკლი, გგონიათ, ჩახვალთ ევროპაში ყველაზე მარგინალიზებულ, ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ბატონ ორბანთან და შემდეგ მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ ორბანი, რომლის წასვლასაც ელოდება მთელი ევროპა ხელისუფლებიდან და ჯერჯერობით არ ართმევენ უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას, რომ ორბანი იქნება თქვენი ლობისტი. რუსეთის ტროას ცხენად მონათლული ორბანი იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში, როდესაც მთელი ევროპული საბჭო და მთელი პოლიტიკური სპექტრი არის შეთანხმებული, რომ თქვენს ხელისუფლებას აქვს უკუსვლა ყველა მიმართულებით და მაინტერესებს, რას აპირებთ. თქვენი პარტია აპირებს თუ არა, დატოვოს ევროპელი სოციალისტების შემადგენლობა, რადგან მათაც მიაჩნიათ, რომ ოლიგარქი არის ივანიშვილი.

მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მათაც მიაჩნიათ, რომ თქვენს ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ასე თუ გააგრძელებთ. ვის ატყუებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას პოლიტიკური მხარდაჭერა არ სჭირდება", - განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge