png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რა დაგვრჩება, თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას, ირანის და რუსეთის გარემოცვაში დარჩენილი საქართველო, ეს არის ღია ღალატი - თაკო ჩარკვიანი

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 14:49
რა დაგვრჩება, თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას, ირანის და რუსეთის გარემოცვაში დარჩენილი საქართველო, ეს არის ღია ღალატი - თაკო ჩარკვიანი

თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას, ირანის და რუსეთის გარემოცვაში დარჩენილი საქარათველო, ეს არის ღია ღალატი, სახელმწიფოს ღალატი, - ამის შესახებ განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამეტში, სადაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

"რა არის ეს სტატუსი და რატომ გვინდა? ბატონმა არმაზმა საინტერესოდ თქვა, სტატუსი გვინდა, რადგან მოხდეს რეფორმები. ბევრი ძალიან კარგი კანონი არსებობს, ყოფილი ხელისუფლების დროსაც, ამ ხელისუფლების დროსაც ბევრი ძალიან საინტერესო კანონია, რომელიც არ სრულდება. ყველა კანონი დარჩება მაგიდაზე, თუ არ მოხდა სასამართლო სისტემის სრული რეფორმა, ანუ პროკურატურის და სასამართლოსი. პრემიერო, თქვენს დანახვაზე კი არ უნდა კანკალებდეს რომელიმე პროკურორი, არამედ თქვენი ინსტიტუცია უნდა მოწმდებოდეს, რადგან ის სახელმწიფო ინსტიტუციაშია. მხოლოდ ტელეჟურნალისტები არ უნდა აკეთებდნენ ამას, რასაც შესანიშნავად აკეთებენ და დიდი აგრესიით გამოირჩევით ყველა მედიის მიმართ, რომელიც უბრალოდ აფასებს ხოლმე მოღვაწეობას.

გუშინდელი განცხადება მოვისმინე, რაც მინდა, თქვენთან ერთად გავიარო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამერიკა თუ შეწყვეტს და გადახედავს დაფინანსებას, ანუ მილიარდებს, რაც  წლების განმავლობაში საქართველოში შემოედინება, აშშ თუ გადახედავს, თურმე ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იდარდოს. მაგალითად, ცე ჰეპატიტის პროგრამით ათი ათასობით ადამიანი რომ გადარჩა, თურმე ამაზე არასამთავრობოებმა უნდა იდარდონ. რა არის სტატუსის მიღება და რეფორმები, ეს არის ინვესტიციების შემოდინება, სასამართლოს და პროკურატურის რეფორმა. რატომ გვაქვს ეჭვი, რომ არ აპირებთ სტატუსის მიღებას? მაშინ მურუსიძეს პირველ პირად ხომ არ აქცევდით? ვისაც ვაპროტესტებდი იმ წლებში, ახლა პირველი პირია და თქვენ ამაზე რეაქცია არ გაქვთ. რა დაგვრჩება, თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას, ირანის და რუსეთის გარემოცვაში დარჩენილი საქართველო, ეს არის ღია ღალატი, სახელმწიფოს ღალატი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge