png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 16:48
მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა - ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და ბუნებრივია, არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ემპათია არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, მათ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს.

„ემპათიის გარდა, არიან ენმ-სთან დაკავშირებული სხვა ადამიანებიც, რომლებიც ამ პარტიას საქართველოში ჩამოჰყავს. ეს საინტერესო არ არის. საინტერესო არის სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება. სახელმწიფო უწყებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ. მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებია მიღებული, ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო. მაგალითად, უკვე თვეებია, ეს ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, სადაც მისი სათანადო მომსახურება უზრუნველყოფილია. 

ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში ციხეში თვითდაზიანება მიღებული პრაქტიკაა. სააკაშვილმაც თვითდაზიანება მიიყენა. არ დაიწყო შიმშილობა, თუ რაც იყო? გარკვეული თვეების განმავლობაში, ის საკვებს სათანადო დოზებით არ იღებდა. იყო ასეთი პერიოდი. მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და ბუნებრივია, არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. მათ უნდათ არა სამედიცინო საფუძვლით ნაკარნახები გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით, არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება. სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს მათი პრეროგატივაა“, - თქვა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge