png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბოლო 20 წლის განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განახორციელა - თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 18:19
ბოლო 20 წლის განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განახორციელა - თალაკვაძე

ბოლო 20 წლის განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები საზოგადოებასთან ერთად "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განახორციელა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები საზოგადოებასთან ერთად ქართული ოცნების ხელისუფლებამ განახორციელა. ვინაიდან, მხოლოდ ამ 2-3 წლის განმავლობაში პარლამენტში პრემიერმინისტრისა და მინისტრების ვიზიტების რაოდენობა ჯამში ყველას აღემატება, რაც კი წინა 20-25 წლის განმავლობაში აქ პოლიტიკურ დებატებზე პრემიერმინისტრები, მინისტრები ან პრეზიდენტები ყოფილან. ეს არის ის კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის მოდელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა და მხოლოდ ჩვენი პარტიის მმართველობის პირობებში, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს არის ის რეგლამენტი და საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ და რომელსაც, სამწუხაროდ, თავის დროზე ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. თუმცა, ისიც კარგია, რომ დღეს უკვე ამ საჯარო სიკეთეებსა და დემოკრატიულ პლატფორმას, რომელიც აქ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით, ოპოზიციაც იყენებს. ჩვენ ის რეფორმები განვახორციელეთ, რომელზეც ყველა წინა პოლიტიკური თაობა და ოპოზიცია ოცნებობდა. რომელსაც ბევრი ხელისუფლება ხალხს ჰპირდებოდა, თუმცა, ამის რეალურად გაკეთება მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო", - თქვა თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge