png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი

  • ეკონომიკა
  • 04.03.2016
  • 10:47
კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი,  ბევრი ამოცანა გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით მაღალი,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გადაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია, თუმცა მთავრობა უნდა იყოს ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

„ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოახდინოს მაქსიმალური კონცენტრირება და ფოკუსირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი,“–განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. პრემიერი მიიჩნევს, რომ დაწყებული პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესში  იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

„ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე „ქართულ ოცნება–დემოკრატიულ საქართველოსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულ ფორმატში წარსდგება  წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს,“–განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“  მნიშვნელოვნად განახლება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო.

„იმ შემთხვევაში, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი რომელიც შეიკრიბება, გაერთიანდება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული ჩვენს მთავარ ფასეულობებსა და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა იქნება, კონსესუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე,“–აღნიშნა პრემიერმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge