png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიათოლა ხომეინის სახლი დაწვეს

  • მსოფლიო
  • 19.11.2022
  • 14:24
ირანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიათოლა ხომეინის სახლი დაწვეს

ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახლში დაიბადა აიათოლა ხომეინი, მოგვიანებით კი, შენობა მუზეუმად გადაკეთდა.

ხომეინი ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერი იყო, რომელმაც მოგვიანებით თეოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა და თავად ქვეყნის სულიერი ლიდერი გახდა. ხომეინი 1989 წელს გარდაიცვალა.

ამჟამინდელი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ ანტისამთავრობო პროტესტი ბოლო ორი თვეა გრძელდება, რომელიც ახალგაზრდა ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაიწყო.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. მაჰსა ჰიჯაბის "არასწორი" ტარებისთვის დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, დაკავებისას მაჰსა პოლიციის ფურგონში სცემეს. 22 წლის ქალი დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არასრუწლოვნებიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge