png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრები და „საქართველოს ევროპული გზები“-ის პრეზენტაცია რომში

  • პოლიტიკა
  • 04.03.2016
  • 10:56
დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრები და „საქართველოს ევროპული გზები“-ის პრეზენტაცია რომში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში, ქ.რომში იმყოფება, სადაც 3 მარტს ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილესთან ბენედიტო დელა ვედოვასთან და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული კავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან ჯუზეპე პუჩინო გრიმალდისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისმხარდაჭერისთვის. იტალიური მხარის მიერ აღინიშნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას და გამოითქვა იმედი, რომვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და იტალიას შორის.

„იტალია არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უჭერს მხარს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე, უჭერს მხარს მის ევროპულ ინტეგრაციას და რასაკვირველია, მის ინტეგრაციას ნატოში.განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს განხილვა ვარშავის სამიტის წინ.“-განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მონაწილეობა მიიღო იტალიელთა და ქართველთა ერთობის ასოციაციის „წმინდა გიორგის ფარი“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „Georgia One”. ღონისძიებაზე იტალიის ბიზნეს და აკადემიური წრეების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში საქართველოს პერსპექტივებზე, შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. 

ღონისძიების ფარგლებში ევროპულდაევროატლანტიკურსტრუქტურებშიინტეგრაციისსაკითხებშისახელმწიფომინისტრისაპარატისინიციატივითგამოცემულიინგლისურენოვანიწიგნის „საქართველოსევროპულიგზები" პრეზენტაციაგაიმართა. მოწვეულ სტუმრებს კრებული გამოცემის რედაქტორმაზურაბქარუმიძემ და ერთ-ერთმა ავტორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა წარუდგინეს. გამომსვლელებმა ევროპულ-ქართულიისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულმსგავსება-განსხვავებასა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დამსწრე საზოგადოებისთვის დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა  დავით ლორთქიფანიძემ. ღონისძებაიტალიელი კომპოზიტორის ანდრეა მორიკონეს მიერ საგანგებოდ ამ აღმოჩენისადმი მიძღვნილი მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge