png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენ, შესაძლოა, დავრჩეთ ფულის, ცხელი წყლის, სინათლის გარეშე, მაგრამ არა თავისუფლების გარეშე - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 21.11.2022
  • 13:57
ჩვენ, შესაძლოა, დავრჩეთ ფულის, ცხელი წყლის, სინათლის გარეშე, მაგრამ არა თავისუფლების გარეშე - ზელენსკი

ჩვენ, შესაძლოა დავრჩეთ ფულის, საწვავის, ცხელი წყლის, სინათლის გარეშე, მაგრამ არა თავისუფლების გარეშე - და ეს უცვლელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.

„ყველამ დაინახა როგორია ჩვენი ხალხი. მზად არის გასცეს უკანასკნელი, რაც აბადია. მზად არის იდგეს ბოლომდე. არ დაკარგოს ღირსება, სიმამაცე, თავისი თავის რწმენა. და გაერთიანდეს, რათა არ დაკარგოს თავისუფლება, არ დაკარგოს დამოუკიდებლობა, არ დაკარგოს უკრაინა.

ჩვენ, შესაძლოა, დავრჩეთ ფულის, საწვავის, ცხელი წყლის, სინათლის გარეშე, მაგრამ არა თავისუფლების გარეშე - ეს უცვლელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ძლიერ მებრძოლებს უერთდებიან მუსიკოსები, მსახიობები, ოლიმპიური ჩემპიონები, აიტი-სპეციალისტები, მეცნიერები, ბიზნესმენები - ასეულობით ათასი უკრაინელი, რომლებიც „არ ჩასხდნენ თვითმფრინავში და დადგნენ კომისარიატებთან რიგში“.

 „და ყველამ დაინახა, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ჩვენს მოქალაქეებს. ყველამ დაინახა, როგორი მოქალაქეები გვყავს, როგორ შეიძლება იქცე ცოცხალ კედლად ოკუპანტების სამხედრო კოლონების გზაზე, შიშველი ხელებით შეებრძოლო მტრის ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს. სროლისა და ხმოვანი ყუმბარების მიუხედავად, ოკუპაციის პირობებში გამოხვიდე მიტინგებზე, გაუფრთხილდე უკრაინის დროშებს და დაელოდო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

დატბორო შენი სოფელი, რათა არ მისცე ორკებს კიევზე წასვლის შესაძლებლობა. ჩამოაგდო რუსული დრონი კონსერვის ქილით. მისცე ოკუპანტებს მარცვალი, რათა იმ ადგილზე, სადაც ისინი მოკვდებიან, მზესუმზირები აღმოცენდნენ.

და ყველამ დაინახა, როგორი ექიმები გვყავს, მეხანძრეები, მაშველები, რკინიგზის მუშები, ენერგეტიკოსები და ფერმერები“, - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები შეიკრიბებიან დამოუკიდებლობის მაიდანზე, სადაც ყოველთვის იცავდნენ ღირსებას და თავისუფლებას და აღნიშნავენ იქ უკრაინის გამარჯვებას: „მშვიდობიან კიევში, მშვიდობიან უკრაინაში მე ვისაუბრებ მნიშვნელოვანზე - რაც დარჩა უცვლელი და რაც დარჩება უცვლელი. დიდება უკრაინას.. ჩვენ გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge