png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - ზურაბიშვილი სააკაშვილზე

  • კომენტარები
  • 21.11.2022
  • 17:00
არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - ზურაბიშვილი სააკაშვილზე

მე ვარ ქვეყნის მეთაური და არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მიიღოს გამოუსწორებელი დაზიანებები, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას  BBC-ის გადაცემის Hard Talk-ის ეთერში.

“არ მაქვს ამის შესაძლებლობა, არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის. მას [სააკაშვილს] ჯერ კიდევ ასამართლებენ. საქართველოში კი კანონი ასეთია – შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება. თუმცა, ეს სხვა საკითხია. მე არაერთხელ მითქვამს თუ რატომ არ გამოვიყენებ არ გამოვიყენებ შეწყალების უფლებას, რადგან ეს იქნება დიდი პოლარიზაციის გამომწვევი. პრაქტიკულად, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ უნდა გავხდე კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციის ინსტრუმენტი. თუმცა, ამავდროულად, მე ვარ ქვეყნის მეთაური და არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მიიღოს გამოუსწორებელი დაზიანებები. ყურადღებით ვაკვირდები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, ახლა მზადდება ახალი, საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში. ის 6 თვეზე მეტია საავადმყოფოში იმყოფება. მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლომ უნდა მიიღოს”, - თქვა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge