png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთის მიერ უკრაინის ენერეგეტიკის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის - ჯანმო

  • მსოფლიო
  • 22.11.2022
  • 11:39
რუსეთის მიერ უკრაინის ენერეგეტიკის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის - ჯანმო

რუსეთის მიერ უკრაინის ენერეგეტიკის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

 „უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანებულია ან განადგურებულია. ეს უკვე გავლენას ახდნეს ჯანდაცვის სისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა კლუგემ კიევში გამართულ ბრიფინგზე.

ჯანმო-ს შეფასებით, ამ ზამთარს თავიანთ სახლებს „სითბოსა და უსაფრთხოების საძებნელად“ კიდევ ორ-სამი მლნ უკრაინელი დატოვებს. ქვეყნის მოსახლეობას გათბობისა და სინათლის არარსებობის პირობებში უფრო მეტად ემუქრება სასუნთქი გზების ინფექციები, გრიპი და კორონავირუსი.

კლუგეს თქმით, ენერგეტიკის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმების გამო, ასობით საავადმყოფო და ჯანდაცვის სისტემის სხვა დაწესებულებები ნორმალურად ვერ მუშაობს - არ აქვთ ან არ ჰყოფნით ელექტროენერგია და წყალი.

ამასთან, პროგნოზის თანახმად, ამ ზამთარს ტემპერატურა, შესაძლოა მინუს 20 გრადუსამდე დაეცეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში ელექტრონერგიის 25 პროცენტზე მეტს გამოიმუშავებდა. ამჟამად, ის ფაქტობრივად არ მუშაობს და ინტენსიურად იბომბება. გასულ დღეებში ატომური ელექტროსადგური კვლავ  ცეცხლის ქვეშ მოექცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge