png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კრემლის განცხადებით, კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია

  • მსოფლიო
  • 22.11.2022
  • 18:57
კრემლის განცხადებით,  კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია

კრემლში აცხადებენ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განვიხილოთ ომის კონტექსტში, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია, აწარმოებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

"რეალურად, უკრაინული მხარე დიდი ხანია, იბრძვის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მორიგი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში,” – თქვა პესკოვმა.

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად მიმდინარეობს კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის.

უწყების განცხადებით, ღონისძიების მიზანია, დაადგინოს, ხომ არ გამოიყენება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაგებობები დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოელი მოქალაქეების იარაღის თავშესაფრად. ასევე პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge