png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კარგია ტონი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილზე, ეს დასაფასებელია, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი - ელენე ხოშტარია

  • კომენტარები
  • 24.11.2022
  • 15:23
კარგია ტონი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილზე,  ეს დასაფასებელია, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი - ელენე ხოშტარია

კარგია ტონი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილზე, ეს დასაფასებელია, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა.

„მართლმსაჯულების რეფორმის ყველაზე მთავარი და მარტივი ტესტი, მათ შორის ევროპაში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივის მთავარი მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარება შეგვიძლია, არის პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა გვარამიას შეწყალება, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გამგზავრება. აქ როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს. ის საუბრობს ძალიან სწორად უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოქმედებს. კარგია ტონი, შინაარსი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია, რომ მისი პოზიციაა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ არ უნდა იყოს ამ დღეში სააკაშვილი, ეს დასაფასებელია, ბევრი ამასაც არ შვება, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი. სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან მიმართებაშიც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო რომ გვქონდეს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა შეწყალების აუცილებლობა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი აქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge