png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ცდილობენ, „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი მესროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.11.2022
  • 20:46
ცდილობენ, „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი მესროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ - ლევან ხაბეიშვილი

უკანასკნელი დღეებია, განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული ჩემზე, ცდილობენ, „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ, გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც, რა საქმესაც ვეჭიდები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო ძვირფასებო, მეგობრებო, თანამებრძოლებო და უბრალოდ გულშემატკივრებო, მინდა, დაგამშვიდოთ და მოგიწოდოთ, იყოთ მხნედ, საბრძოლო განწყობაზე. უკანასკნელი დღეებია, განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემზე და ჩემს მეგობრებზე.

ცდილობენ, „დამფლითონ“, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ … გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც, რა საქმესაც ვეჭიდები. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საკმარისზე დიდი გამოცდილება დავაგროვე რუს ოლიგარქებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ბრძოლაში და შესაბამისად, ვერანაირი დაბრკოლება ვერ იმოქმედებს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ ჩემი სახელის „დემონიზებას“, დისკრედიტაციას და ათას სიბინძურეს იგონებენ, მიგონებენ. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ღია თავდასხმა სამთავრობო მედიების, სახელისუფლო „ექსპერტების“ , სუს-ის მედიაჯგუფების და რუსული ოცნების წარმომადგენლების. თვალს ადევნებთ პროპაგანდის ნიაღვარს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

ერთადერთი, რის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი და შევდივარ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, არის ქართველი ხალხის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გონიერება, ნდობა, მხარდაჭერა და უანგარო სიყვარული.

ვიმარჯვებთ და ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად. სიტყვას გაძლევთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“,- წერს ხაბეიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge