png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ალიევის თქმით, ბაქოსა და სომხეთს შორის 7 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა, მაკრონის მონაწილეობით, არ შედგება

  • მსოფლიო
  • 25.11.2022
  • 17:21
ალიევის თქმით, ბაქოსა და სომხეთს შორის 7 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა, მაკრონის მონაწილეობით, არ შედგება

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 7 დეკემებერს ბრიუსელში დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით არ შედგება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც მას არ ჩაუდენია.

„პრაღაში შეხვედრიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და იმაში დაგვადანაშაულა, რაც არ გაგვიკეთებია. ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია“,- აღნიშნა ალიევმა.

ალიევის განცხადებით, ახლა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთი ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღებისთვის ემზადება.

"ამის გათვალისწინებით გასაგებია, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას, და ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს არც რუსეთს ოფიციალურ დონეზე არასდროს დაუკავებია რომელიმე მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება და ჩვენ სხვა ალტერნატივებს განვიხილავთ. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“, - განაცხადა ალიევმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge