png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისში ქუჩების დავიწროების პრობლემას ქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს -კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 29.11.2022
  • 12:43
თბილისში ქუჩების დავიწროების პრობლემას ქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს -კახა კალაძე

ქუჩების დავიწროების პრობლემას არა მუნიციპალიტეტის მერია, არამედ დედაქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.

პრობლემის  საილუსტრაციოდ კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული გზის მაგალითი მოიყვანა, სადაც ქუჩა კონკრეტულ მონაკვეთზე, ბუნებრივად  ვიწროვდება.

„ბევრჯერ  გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მერია ავიწროებს ქუჩებს. მერია ქუჩებს არ ავიწროებს. სამწუხაროდ, თბილისში ფაქტობრივად ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად - იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ასეთია „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია. მაგალითად, გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი თუ ოთხი ზოლიდან, „ლაგუნასთან“ უკვე ჩნდება ორი ზოლი. ეს იწვევს საცობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით,  საცობების  განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებული  ყველა პროექტი საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების საფუძველზე ხორციელდება.

კახა კალაძემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ ადგილობრივსა თუ უცხოელ ექსპერტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ქვეყანაში გამოცდილი სპეციალისტები. არ იფიქროთ, ეს ჩემი, ირაკლი ხმალაძის ან ვინმე ჩვენი თანამშრომლის დაწერილი პროექტებიაა. ამაში ჩართული არიან მსოფლიოს უძლიერესი კომპანიების წარმომადგენლები, გამოცდილი ქართველი სპეციალისტები. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქსა და დედაქალაქში 10-15 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. იქ განხორციელებული პროექტებით პრობლემები მოგვარდა. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. გვინდა, მათი გამოცდილება გავიზიაროთ და ჩვენ ქალაქს მოვარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge