png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, იქ წლები ცხოვრობდა და ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს - ელისაშვილი საახალწლო სლოგანზე

  • კომენტარები
  • 30.11.2022
  • 18:38
 კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, იქ წლები ცხოვრობდა და ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს - ელისაშვილი საახალწლო სლოგანზე

მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ჩვენს ნაძვის ხეზეც ვერ ბედავენ თავდასხმას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საახალწლო სლოგანებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ ქვეყანას მშვიდობა აქვს.

„საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს რაიმე სლოგანი? საარჩევნო ბანერი ხომ არ არის, რა შუაშია? ნაძვის ხე გაანათე, სათამაშოები ჩამოკიდე და მორჩა. კახი კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, იქ წლები ცხოვრობდა და ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს, სულ რომ არ ეცხოვრა იქ. კიევი დაბომბილია, შუქი არ აქვთ და გათბობა, ამ დროს შენ რაღაც ნიშნის მოგებით აწერ ნაძვის ხეს. თავის ნამდვილ საარჩევნო სლოგანს რატომ ვეღარ აწერს? უხერხულია, რომ ვაკის პარკის ამბის შემდეგ „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ დაარქვას? კალაძეს საახალწლო სლოგანი თუ უნდა, რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი დააწეროს, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან რუსი დეზერტირები. ეს არის სინამდვილე და უხერხულია ახლა იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ „ჩვენ მშვიდობა გვაქვს“. სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა. მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ჩვენს ნაძვის ხეზეც ვერ ბედავენ თავდასხმას. ეს არის მარაზმი. რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა? აბა, დააწეროს კალაძე. სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge