png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბუნდესტაგში იგრძნობოდა სულისკვეთება, რაც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა ოლაფ შოლცისგან, ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე - პაპუშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2022
  • 19:03
ბუნდესტაგში იგრძნობოდა სულისკვეთება, რაც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა ოლაფ შოლცისგან, ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე - პაპუშვილი

ბუნდესტაგში შეხვედრებზე იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან – ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე, – პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის იგივე დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე.

„დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან, ასევე ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ზუსტად ეს განწყობა აქვს ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ყველა ფრაქციაში იგივე დამოკიდებულებაა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ამ მხრივ, გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა სტატუსისთვის. გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა, რომ შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად გერმანიის დედაქალაქში იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ​დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge