png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინისგან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2022
  • 19:05
უკრაინისგან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ - იენს სტოლტენბერგი

უკრაინისგან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ ჩვენ  მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლა და გავლენა განსხვავებულია მათ მიმართ, ბევრად უკეთესია მათი მხარდაჭერა ახლა, ვიდრე როდესაც მოვლენები არასწორი გზით ვითარდება, როგორც ეს უკრაინაში შეჭრით ვიხილეთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს აქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ნატო-ს ათობით ინსტრუქტორით, ნატო-ს მოკავშირეები კი ახალ განცხადებებს აკეთებენ შემდგომი მხარდაჭერისთვის.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, მოწვეული იყო ნატო-ს მოკავშირეების მიერ ჩვენს წინა სესიაზე, სადაც გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა სამივე პარტნიორის მიმართ. ვფიქრობ, უკრაინისგან რა გაკვეთილიც ვისწავლეთ, არის ის, რომ ჩვენ მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლა და გავლენა განსხვავებულია მათ მიმართ, ბევრად უკეთესია მათი მხარდაჭერა ახლა, ვიდრე როდესაც მოვლენები ძალიან არასწორი გზით ვითარდება, როგორც ეს წლის დასაწყისში უკრაინაში შეჭრით ვიხილეთ. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ნატო-ს ათობით ინსტრუქტორით, ნატო-ს მოკავშირეები კი ახალ ვალდებულებებსა და განცხადებებს აკეთებენ შემდგომი მხარდაჭერისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის ჩამოყალიბება საქართველოსთან. ჩვენ ვიყენებთ საწვრთნელ ცენტრს ამისთვის. ასევე, ყველა მოკავშირემ გამოთქვა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას საქართველოში და ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რათა განვახორციელოთ გაძლიერებული დახმარების პაკეტი, რომელზეც შევთანხმდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04

სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10

კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge