png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისში შემოწმებების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

  • ეკონომიკა
  • 04.03.2016
  • 14:42
თბილისში  შემოწმებების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა 2016 წლის იანვარ- თებერვალში, მონიტორინგისა და ინსპექტირების ფარგლებში  969 ბიზნესოპერატორი შეამოწმეს, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. შემოწმებების რაოდენობის გაზრდა იმ სტრუქტურული ცვლილებების შედეგია, რომლებიც სააგენტოში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელდა. შეიქმნა სახელმწიფო კონტროლის ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც პორტატული აპარატურით აღიჭურვა, რამაც სააგენტოს სპეციალისტების საქმიანობის ოპერატიულობის და ეფექტიანობის გაზრდა განაპირობა. 

დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა 606 ბიზნესოპერატორთან. მათ შორისაა:  

საზკვების ობიექტები, მარკეტები, ხორცის სარეალიზაციო ობიექტები, საშაურმეები, თევზის საწარმოები, იმპორტი/დისტრიბუცია, აგრარული ბაზრები, საცხობები, საბავშვო ბაღები, სკოლის ბუფეტები, უმწეოთა სასადილოები.

გეგმური ინსპექტირება ჩატარდა 204 ბიზნესოპერატორთან. შემოწმდა სასაკლაოები, რძის პროდუქტების, ხორცის და ხორცპროდუქტების,   ნახევარფაბრიკატების, საკონდიტრო, ფქვილოვანი სასურსათო პროდუქციის წარმოებები; მარკეტები, საზკვების ობიექტები, საშაურმეები, საბავშვო ბაღის სასადილოები და სკოლის ბუფეტები, ბავშვთა გასართობი ცენტრები; აგრარული ბაზრები, სადისტრიბუციო ქსელი, ხორცის და ალკოჰოლიანი სასმელების სარეალიზაციო ობიექტები,  საცხობები.

არაგეგმურად შემოწმდა 33 ბიზნესოპერატორი. მათ შორის: კერძო სკოლა,  საშაურმე, სადისტრიბუციო კომპანია, ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების, თევზისა და თევზპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, მაიონეზის, პურფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებები; ყველის სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები, საწყობი მაცივარი, საცხობი.

გადამოწმდა 126 ბიზნესოპერატორი.

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა  21 207  პირუტყვს.

ანტისხეულებზე კვლევისთვის აღებულია 36 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლი.

ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა ცოფის ამთვისებელ 54 ცხოველს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge