png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინაში ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

  • მსოფლიო
  • 01.12.2022
  • 10:39
გერმანიის ბუნდესტაგმა  უკრაინაში ჰოლოდომორი  გენოციდად აღიარა

გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში.

როგორც ბუნდესტაგის მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, ჰოლოდომორი წარმოადგენს "დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ“, რომელზე პასუხისმგებელიც არის იოსებ სტალინი და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

„შიმშილით მასობრივი სიკვდილი არ იყო მოსავლის არქონის შედეგი, ეს იყო იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა. ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან ცხადია, მისი, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია. უკვე 1931/1932 წლის ზამთრისთვის ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან სოფლებში. მიუხედავად ამისა, გრძელდებოდა მოსავლის ძალადობრივი რეკვიზიცია. შიმშილი გამოიყენებოდა, როგორც დამატებითი სასჯელი, სათანადო მოცულობით შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მოითხოვდნენ და კონფისკაცია დამატებით ეხებოდა მარცვლეულსა და სხვა პროდუქტებს. დაზარალებული რაიონები შემოსაზღვრული იყო, რომ მოშიმშილეები ქალაქიდან არ გაქცეულიყვნენ, საკვები კი რეგიონებში არ მიეწოდებინათ“, – ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.

23-24 ნოემბერს, ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის პარლამენტებმა აღიარეს. მათ გარდა, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად კიდევ 19 ქვეყანას აქვს აღიარებული.

ჰოლოდომორს 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე) ადამიანი იმსხვერპლა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge