png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის სპიკერის ვიზიტი - აქუბარდია

  • პოლიტიკა
  • 02.12.2022
  • 12:43
რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის სპიკერის ვიზიტი - აქუბარდია

რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი, –პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ეს ვიზიტი ემსახურება, მათ შორის, ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე, ბიჭვინთის ანექსიის მიზნით. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 19 იანვარს რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება, რითიც ბიჭვინთის აგარაკები და 186 ჰექტარი მიწა ნახევარი საუკუნით მფლობელობაში გადაეცემა რუსეთს. მისი რატიფიცირების მიზნით, დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება შესაბამისი პროექტიც. ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება, რამდენადაც რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ამ ვიზიტით დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და კანონი ოკუპაციის შესახებ. იმავდროულად საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ, რაც დეპუტატებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge