png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში - კელი დეგნანი

  • პოლიტიკა
  • 02.12.2022
  • 19:47
აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში - კელი დეგნანი

აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამავდროულად, გამოწვევებით აღსავსე ნებისმიერ დემოკრატიაში.

„სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე და, ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან დიდი გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. აშშ-ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მის გუნდს და სახალხო დამცველის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს ამ წლების განმავლობაში. ერთობლივი თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისი, მისი შესაძლებლობები განვითარდა და უფრო ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანების უფლებათა დაცვაზე. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან, ეს გახლავთ უაღრესად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყნის სისტემაში.

დღევანდელ კონფერენციაზე, საბოლოო ანგარიშზე ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მრავალმა მიმართულებამ, რა მიმართულებითაც მუშაობდა და მუშაობს სახალხო დამცველი და როგორ აუმჯობესებს თავისი საქმიანობის ეფექტურობას სხვადასხვა მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ასეთსავე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება გამბედაობა, თქვას სიმართლე, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას“, – განაცხადა დეგნანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge