png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლატვიაში ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს, მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

  • მსოფლიო
  • 02.12.2022
  • 22:34
ლატვიაში ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს, მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმა, კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მანამდე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობოს ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.

საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას „ჩვენი არმია“ უწოდა.

„დოჟდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა.

„დოჟდის“ მთავარი რედაქტორის, ტიხონ დიადკოს განცხადებით, პირველი დეკემბერს გადაცემა „აქ და ახლა“ გამოშვებაში ტელეარხის წამყვანმა თქვა ფრაზა: „გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით.“

დიადკოს თქმით, ეს ფრაზა მაყურებელს უქმნის განცდას, რომ ტელეარხი „დოჟდი“ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს. „დოჟდის“ ხელმძღვანელობის მტკიცებით, საფოსტო ყუთი army@tvrain.tv შეიქმნა იმისთვის, რომ შეაგროვოს პირადი მტკიცებულებები უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულებებზე და რუსეთში მობილიზაციის დროს დარღვევებზე. ტელეკომპანიამ ჩანაწერი წაშალა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, ტელეწამყვანთან კი თანამშრომლობა შეწყვიტა.

რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მაუწყებლობა მარტში დროებით შეწყვიტა და მოგვიანებით რიგაში, ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში სტუდიების გახსნის შესახებ განაცხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge