png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს

  • მსოფლიო
  • 04.12.2022
  • 15:07
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს

ირანის ხელისუფლება მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, აცხადებს, რომ განიხილავს ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს.

The Guardian-ის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადახედავენ ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.

ირანის გენერალური პროკურორი, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერი აცხადებს, რომ ქვეყანა მორალის პოლიციას გააუქმებს. 

„პარლამენტიც და სასამართლო სისტემაც მუშაობენ [საკითხზე] იმის შესახებ, სჭირდება თუ არა კანონს რაიმე ცვლილება... მიმომხილველი ჯგუფი ოთხშაბათს შეხვდა პარლამენტის კულტურის კომისიას და შედეგებს იხილავთ ერთ-ორ კვირაში“, - თქვა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.

ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრიდან მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც „მორალის პოლიციამ“ 13 სექტემბერს ჰიჯაბის არასწორი გამოყენების გამო დააკავა. დაკავების შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა. იმავე დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის შემდეგ შინაგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არასრუწლოვნებიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge