png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოგვცეს საშინაო დავალება, მაგათი ბავშვი ვინ არის? - მეუფე იაკობი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

  • საზოგადოება
  • 04.12.2022
  • 15:27
მოგვცეს საშინაო დავალება, მაგათი ბავშვი ვინ არის? - მეუფე იაკობი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

მინდა ვიკითხო 12 იმაზე [ევროკომისიის 12 რეკომენდაცია], მოგვცეს საშინაო დავალება, ჯერ მაგათი ბავშვი ვინ არის ხომ? ჩვენზე ცივილიზებული არიან?! - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

"ჩვენთვის იცლიან, საქართველოსთვის და ჭკუას გვასწავლიან. ახლა მინდა ვიკითხო 12 იმაზე [ევროკომისიის 12 რეკომენდაცია], მოგვცეს საშინაო დავალება, ჯერ მაგათი ბავშვი ვინ არის ხომ? ჩვენზე ცივილიზებული არიან?! ჩვენ, მართალია, ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით, დაჩაგრულები ვიყავით, გვინდა თავისუფლება, გვინდა ხალხს კარგი ცხოვრება, ხალხის სახელით გამოდიან და ვიღაცები გველაპარაკებიან, რომ აი ქართველი ხალხი... გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა, ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენ გვინდა ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ და მასე მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამე ხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე ღირსეულ წევრად და როგორც ღირსეულ ქვეყანასა და ღირსების აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან ერთადერთია შესასრულებელი თავიდან პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ, მოვთხოვოთ ყველას შერიგება და ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება, ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც ის ხალხი მოსწონთ და ჩვენ ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვვითარდეთ", - თქვა მეუფე იაკობმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge