png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა - ხაზარაძე

  • პოლიტიკა
  • 06.12.2022
  • 12:08
იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა - ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნა, იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა.

„30 წელი ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ. იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს, იმ იმედით, რომ აი, ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ის, რომ ადამიანი, მოქალაქე იქნება დაცული, თუმცა…

უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად. შემდეგ, ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტკინებულები და განაბულები მისი სასაკლაოზე გაყვანის ფინალური სერიის მოლოდინში შევცქერით სისხლიან დასასრულს.

ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო, ღალატის, რომელშიც მისი გარემოცვა და მტრები თანაბრად მონაწილეობდნენ. მაშინ საღმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, პრეზიდენტი მოვკალით! დიახ, ყველამ ერთად მოვკალით, მიუხედავად მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა, ის მოკლა ღალატმა, რომელიც პროცესების თანმხლები იყო, როგორც ქართული ფენომენი.

სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში, ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.

არაბული ანდაზაა, ის, რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი მეორედ მოხდეს, და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდებაო. მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს, თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება, ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს…

უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება.

იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, “არაფერი არს დამალული რაც არ გამჟღავნდების”.

დავფიქრდეთ ყველა, დავსვათ წერტილი, დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ რთულ და ქვეყნისთვის უამრავი გამოწვევების სავსე დროს. მერე გვიან იქნება, მერე ვეღარ გავაჩერებთ ზვავს, რომელიც წაგვლეკავს, ეს კი ის სცენარია, რომელიც აწყობს ჩვენს მტერს.

გონს მოვიდეთ, დავამარცხოთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნულია ხაზარაძის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge