png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 07.12.2022
  • 21:19
მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში - შალვა პაპუაშვილი

რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ აქციების შესაძლო გამართვასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ასეთი სახის გადაწყვეტილებები მიიღება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით. ამ შემთხვევაში იცით, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, ეს არის მინიმალური, ელემენტარული პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოსი. ჩვენ ადრე ვხედავდით ჩარევის მცდელობებს და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისაგან სასამართლოზე. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და წესით, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, ქართველ ხალხს და ამიტომაც არის, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს სცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩნდება სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს უკვე ფასი აქვს დაკარგული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge