png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყველა გეგმის ჩავარდნის შემდეგ, კვლავ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყნის არევის გეგმას დაუბრუნდნენ - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 08.12.2022
  • 19:50
ყველა გეგმის ჩავარდნის შემდეგ, კვლავ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყნის არევის გეგმას დაუბრუნდნენ - მამუკა მდინარაძე

ყველა გეგმის ჩავარდნის შემდეგ, კვლავ დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყნის არევა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამნართლო პროცესის პარალელურად დაანონსებუილ აქციას.

„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, პირველი გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის არევა, ბევრი გეგმის კრახით გავლის ფონზე, კვლავ დაუბრუნდნენ პირველ გეგმას, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყნის არევა. ახლა პირველ გეგმას უბრუნდებიან, რადგან ყველა დანარჩენი გეგმა ჩავარდა და თავიანთი დავალების მიმცემებიც უკმაყოფილოები არიან, ვერაფერი მოახერხეს, ქვეყანა ვერ არიეს, ომში ვერ ჩართეს, ეკონომიკას ვერ დაარტყეს, მშვიდობას ვერ დაარტყეს. რეალურად, ფუჭი აღმოჩნდა ყველა ეს მცდელობა და ახლა უბრუნდებიან მიხეილ სააკაშვილს, მისი ავადმყოფობის გაპიარებით, რომლისთვისაც ლობისტებიც დაიქირავეს, ქვეყნის არევის ახალ მცდელობას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, აქციებსა და რადიკალიზმზე განცხადებები მუქარად შეიძლება აღიქვას ადამიანმა, მაგრამ ეს არარელევანტურია, რადგან ქართული სახელმწიფო შედგა.

„რამდენჯერაც დაიმუქრეს – ხან ცხელი შემოდგომით დაგვემუქრნენ, ხან გადატრიალებით, ხან დამხობით, სამწუხაროდ, შემდეგ ამაში ჟურნალისტები ჩართეს, იყო პერიოდი, „ენჯეო“ სექტორს საერთოდ სახე დააკარგვინეს, წარმოიდგინეთ, წაშალეს საქართველოში „ენჯეო“ სექტორი, რადგან მათ აიძულეს ეს ხალხი, მისცეს დავალება, სცენაზე დამდგარიყვნენ და მოეთხოვათ ხელისუფლების დამხობა, გადადგომა და ასე შემდეგ. ამ მცდელობებმაც კი არ გაჭრა. რა იქნება, როგორი იქნება, სასამართლოს გადასაწყვეტია, მხოლოდ სასამართლო, ობიექტურად გადაწყვეტს, რა ეკუთვნის ან არ ეკუთვნის რომელიმე პატიმარს, მათ შორის, თუნდაც ის იყოს ყოფილი პრეზიდენტი. რა ეკუთვნის და რა არ ეკუთვნის, არა სასჯელის, არამედ იმ ნაწილში, რომლისთვისაც ლობისტები ჰყავთ დაქირავებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge