png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბოლოსდაბოლოს, გაიღვიძა მთავრობამ და მიხვდა, რომ არ შეიძლება გაწვევა სავალდებულო არ იყოს - ალეკო ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 12.12.2022
  • 17:32
ბოლოსდაბოლოს, გაიღვიძა მთავრობამ და მიხვდა, რომ არ შეიძლება გაწვევა სავალდებულო არ იყოს - ალეკო ელისაშვილი

პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება.

 როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად აუცილებელია, რომ ყველა ახალგაზრდას გავლილი ჰქონდეს საბრძოლო მომზადება. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კოდექსის შემუშავებაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავადაც ჩართული იყო.

 ,, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბოლოსდაბოლოს, გაიღვიძა მთავრობამ და მიხვდა, რომ იცვლება ჩვენ გარშემო ყველაფერი და არ შეიძლება, რომ გაწვევა სავალდებულო არ იყოს. ამდენი ხანი რატომ ეძინათ, არ ვიცი, არადა თვეების განმავლობაში მე, პირადად, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ჩართული ვიყავი ზუსტად ამ კოდექსის შემუშავებაში და ყოველ ჯერზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ვეკითხებოდი, რატომ არ გამოგვქონდა და რატომ იყო გაჩერებული. კარგია ის, რაც კეთდება, ამდენ ხანს არ უნდა გაწელილიყო.

აღდგება სავალდებულო სამსახური, მაგრამ არ იქნება არანაირი ყარაულები, არანაირი დაცვის პოლიციაში წაყვანა, არანაირი ჭიშკართან ატუზული ბავშვები საპატიმროების ე.წ. კოშკურებზე. წავა ყველა ახალგაზრდა, ვინც 18 წლის გახდება და რამდენიმეთვიან საბრძოლო მომზადებას გაივლის მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში, მხოლოდ ჯარში და აუცილებლად ყველა გაივლის ბატალიონის დონეზე საბრძოლო მომზადებას.

ეს კარგია და შესაბამისად, აქ იქნებიან ყველა პროფესიის წარმომადგენლები, არანაირი დათქმები არ იქნება, არანაირი ,,გირჩის“ ცნობებით თავის დაძვრენა, რაც თავისთავად დიდი მავნებლობა იყო. ყველა ჯანმრთელი ახალგაზრდა გაივლის საბრძოლო მომზადებას, ეს არის აუცილებელი, ამით უნდა გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვის ძალები და ყველა ახალგაზრდამ ოფლი უნდა ღვაროს ქვეყნის სამსახურში, უნდა იცოდეს იარაღთან მოპყრობა და ელემენტარული ტაქტიკური მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge