png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზიდენტ პუტინსა და ომში მონაწილე სხვა პირებს პასუხისგებაში მივცემთ - დიდი შვიდეულის ლიდერები

  • მსოფლიო
  • 13.12.2022
  • 12:37
პრეზიდენტ პუტინსა და ომში მონაწილე სხვა პირებს პასუხისგებაში მივცემთ - დიდი შვიდეულის ლიდერები

დიდი შვიდეულის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი უკრაინას დახმარებას აღუთქვამენ. მათი თქმით,  ვლადიმერ პუტინი და ომზე პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო სამართლის თანახმად, პასუხისგებაში მიეცემიან. 

“ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ, წყალმომარაგების ობიექტებსა და უკრაინის ქალაქებზე. 

თავდასხმები  მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს.

ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში.

დავეხმარებით უკრაინას ზამთრისთვის მომზადებში, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მხრივ საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელიც გაიმართება პარიზში 13 დეკემბერს.

გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რუსეთმა საბოლოოდ  გადაიხადოს სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფასი. არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პრეზიდენტ პუტინს და სხვა ომში მონაწილე პირებს პასუხისგებაში მივცემთ.

ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგებს მოჰყვება”, - წერია განცხადებაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge