png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შევთანხმდით, რომ დღეს სახალხო დამცველის კანდიდატებზე კონკრეტული მესიჯების გარეთ გამოტანა ორივე მხარეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს და შესაძლებლობას მოსპობს, გავაგრძელოთ კონსულტაციები - მდინარაძე

  • კომენტარები
  • 13.12.2022
  • 18:19
შევთანხმდით, რომ დღეს სახალხო დამცველის კანდიდატებზე კონკრეტული მესიჯების გარეთ გამოტანა ორივე მხარეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს და შესაძლებლობას მოსპობს, გავაგრძელოთ კონსულტაციები - მდინარაძე

ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს არსებითი შედეგი მივიღეთ, შევეცდებით, პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება კონსენსუსი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე სახალხო დამცველობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ვერ გეტყვით, რომ დღეს რაიმე არსებითი შედეგი მივიღეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ კონკრეტულ კანდიდატებზე, პლიუს-მინუსებით. გვქონდა ჩვენ-ჩვენი პოზიციები, თუმცა დღეს მათი გარეთ გამოტანა, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს. ამ აზრში გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტებიც და შევეცდებით, რომ პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, ორივე მხრიდან კომპრომისული ვერსია და ამით მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იყო კამათი და დისკუსია კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, იმედს იტოვებს, რომ არსებობს კომპრომისის და, საბოლოო ჯამში, კონსენსუსის რეალური შანსი.

„ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე. მათ შორის, პერსონიფიცირებით. თუმცა, ჩვენი დისკუსიის ბოლოს ყველამ ერთხმად ვთქვით, რომ დღეს სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატებზე კონკრეტული მესიჯების გარეთ გამოტანა ორივე მხარეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს და იმის შესაძლებლობას მოსპობს, გავაგრძელოთ კონსულტაციები", - განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge