png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადასაცემად ემზადება

  • მსოფლიო
  • 14.12.2022
  • 08:58
აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადასაცემად ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადასაცემად ემზადება.

გადაწყვეტილების მიღება ამ კვირაში უნდა მოხდეს, წერს CNN-ი მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით.

პენტაგონის ეს გეგმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს. CNN-ის წყაროების ცნობით, მოელიან, რომ გეგმა დამტკიცდება.

ჯერჯერობით უცნობია, Patriot-ის რამდენ ერთეულს გადასცემენ უკრაინას.

როგორც BBC წერს, შორი მანძილის გარდა Patriot-ის მთავარ ღირსებას წარმოადგენს მისი შესაძლებლობა, ებრძოლოს ბალისტიკურ რაკეტებს. უკრაინის საჰაერო თავდაცვას  ამჟამად არ აქვს საბრძოლო საშუალებები ისეთი რაკეტების წინააღმდეგ, რომელსაც  რუსეთი იყენებს.

ფრთოსანი რაკეტებისგან განსხვავებით, რომელიც მიზნისკენ თვითმფრინავივით მიქრის, ბალისტიკური რაკეტები მაღლა მიფრინავს, შემდეგ კი მაღალი სიჩქარით სამიზნეს ანადგურებს. ასეთი სამიზნის განადგურება ძალიან რთულია. როგორც უკრაინელი სამხედროები და ექსპერტები ამბობენ, რუსული „ისკანდერებისგან“ დაცვა არ შეუძლია დასავლეთის სისტემებს IRIS-T-სა და NASAMS-ს.

ბოლო პერიოდში რუსეთი არც თუ ხშირად იყენებს ამ საშუალებებს, ისე, როგორც ომის დასაწყისში იყენებდა, მაგრამ იმ ინფორმაციების გათვალისწინებით, რომელიც საერთაშორისო მედიაში ნოემბრის ბოლოს გავრცელდა, მოსკოვი ცდილობს ბალისტიკური რაკეტები თეირანისგან იყიდოს, ამასთან, შესაძლოა, საუბარი იყოს ასობით რაკეტაზე.

თუ რუსეთის არმიას აღნიშნული შეიარაღება ექნება, შეძლებს ახალი ძალით და გაცილებით ეფექტურად მიაყენოს დარტყმები უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას.

საერთაშორისო საზოგადოება უკვე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ირანზე, რადგან ასეთმა სამხედრო-ტექნიკურმა თანამშრომლობამ, შესაძლოა, გააძლიეროს არამხოლოდ მოსკოვი, არამედ თეირანიც, რაც ბევრ ქვეყანას ძალიან აღელვებს.

BBC აღნიშნავს, რომ ვინაიდან დიპლომატია უძლურია და უკრაინის საჰაერო თავდაცვა ახალი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საშუალებებს ეძებს, Patriot-ის ტიპის  საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ამ საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომლის დახმარებითაც უკრაინის თავდაცვა მტრის თავდასხმებს ეფექტურად უპასუხებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge