png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა გაიზარდა - RSF

  • მსოფლიო
  • 14.12.2022
  • 11:08
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა გაიზარდა - RSF

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა ორწლიანი კლების ტენდენციის შემდეგ ისევ გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშში, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა. 2022 წელს, მსოფლიოს მედიასაშუალებების 57 თანამშრომელი დაიღუპა, რაც თითქმის 19 პროცენტით მეტია შარშანდელ მონაცემებზე.

ანგარიშის ავტორები აღნიშნულს უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირებენ. მათი თქმით, უკრაინა მსოფლიოში მეორე სახიფათო ქვეყანა გახდა ჟურნალისტებისათვის. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უკრაინაში 2022 წელს რვა ჟურნალისტი დაიღუპა.

მათ შორის არის უკრაინელი ფოტორეპორტიორი მაქსიმ ლევინი, რომელიც ორგანიზაციის მონაცემებით, 13 მარტს რუსმა სამხედროებმა მოკლეს, ასევე ფრანგი რეპორტიორი ფრედერიკ ლეკლარკ-იმჰოფი, რომელიც აღმოსავლეთ უკარიანაში გადაღებების დროს ჭურვის ნამსხვრევებს ემსხვერპლა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს მედიასაშუალებების სულ მცირე 65 თანამშრომელი გაიტაცეს. კერძოდ, უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ჟურნალისტი დმიტრო ჰილიუკი ბოლოს 4 მარტს, კიევის ოლქის სოფელ დიმერში ნახეს, რომელიც იმ დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ჰილიუკის შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ცნობით, ჰილიუკი რუსეთშია გადაყვანილი.  

ამასთან, მთელ მსოფლიოში, 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, ციხეებში უპრეცენდენტო რაოდენობა - სულ მცირე 533 ჟურნალისტი იმყოფება. მათი უმეტესობა ჩინეთის, მიანმარის, ირანის, ვიეტნამისა და ბელარუსის საპატიმროებშია. მხოლოდ ჩინეთში საპყრობილეებში სასჯელს იხდის მედიასაშუალებების 110 წარმომადგენელი, ირანში - საყოველთაო საპროტესტო გამოსვლების ფონზე 47 ჟურნალისტი.

ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში 18 ჟურნალისტია დაპატიმრებული, მათ შორის რვა დაკავებულია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გართულდა. „ქვეყნაში დარჩენილი მედიასაშუალებების თანამშრომელთა უმეტესობა, დრაკონული სასჯელის გამო,  იძულებულია ფარულად იმუშაოს. რუსეთის არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციების“ გავრცელებისთვის მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge