png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

31 დეკემბერს გელოდებით ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე. ერთად შევხვდეთ 2023 წელს - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 14.12.2022
  • 12:22
31 დეკემბერს გელოდებით  ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე.  ერთად შევხვდეთ 2023 წელს - კახა კალაძე

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე 13 იანვრის ჩათვლით, საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა და  მუსიკალური საღამოები გაიმართება.

„წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება.  23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“  გაიხსნება და მინდა, ყველა მოგიწვიოთ. ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციითა და ინსტალაციებით. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა, საღამოობით კი, მუსიკალური საღამოები ჩატარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საახალწლო გალაკონცერტი ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს გაიმართება.

„31 დეკემბერს გელოდებით  ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე.  ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და  უკეთესი მომავლის მოლოდინით. ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი განწყობა და სურვილებია, რადგან სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ერთად აღვნიშნოთ საახალწლო დღეები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge