png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 14.12.2022
  • 22:26
გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი - რატი ბრეგაძე

გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"[კადრები] ჩვენ გავასაჯაროვეთ იმ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია იმ ყველაფრის აღკვეთა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს როგორც მწამებელი, ამით დააზიანოს მისი იმიჯი, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგეხსენებათ ჩვენ რა პერიოდშიც ვიმყოფებით ახლა, მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს 12 პუნქტის შესასრულებელად და მათ შორის, კიდევ უფრო მეტს. თუმცა, ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოს და კონკრეტულად მსჯავრდებული სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, რომ აჩვენოს საზოგადოებას და მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას გარკვეული ყალბი სიუჟეტების შექმნითა და არასწორი სიუჟეტების წარმოდგენით, რომ თითქოს სახელმწიფო არის ადამიანების უფლებების დამრღვევი, ნურას უკაცრავად ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ყოველთვის ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი და ჩვენ ეს გარკვეული მორალური მოსაზრებების გამო არ გავასაჯაროვეთ და მაქსიმალური თავშეკავებით ვიმოქმედეთ, იმისთვის რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია", - თქვა ბრეგაძემ.

დღეს, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge