png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ცდილობ პოლიტიკის მართვას, ამორალურობასთან ერთად, ეს არის დიაგნოზი „ქართული ოცნებისთვის“ - ანა ბუჩუკური

  • კომენტარები
  • 15.12.2022
  • 14:00
როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ცდილობ პოლიტიკის მართვას, ამორალურობასთან ერთად, ეს არის დიაგნოზი „ქართული ოცნებისთვის“ - ანა ბუჩუკური

როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ცდილობ პოლიტიკის მართვას, ამორალურობასთან ერთად, ეს არის დიაგნოზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა ამით ხელისუფლებას. ამ კადრების გავრცელების მიზანი რა იყო, ჩემთვის გაუგებარია. როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ამტკიცებ რაღაცებს და კადრებით ცდილობ პოლიტიკის მართვას, ამორალურობასთან ერთად, ეს არის დიაგნოზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. ერთი, რაც დავინახეთ, არის მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს ცალსახად ჩანდა. სხვა მიზანი ვერ ამოვიკითხე. როგორც „ქართული ოცნების“ მრავალი წლის ყოფილმა მხარდამჭერმა, არ ვიცი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში ამან როგორ შეიძლება, რაიმე დადებითი გამოიწვიოს. მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს უარი რის გამოც ვუთხარით, თუკი იმავე პრინციპებით აგრძელებს „ქართული ოცნება“ ათი წლისთავზე ხელისუფლებაში ყოფნას და პოლიტიკის მართვას, მაშინ აღმოჩნდა, რომ მიზანს ნამდვილად ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო.

„პაციენტის თანხმობის გარეშე მსგავსი მძიმე კადრების გავრცელება არ ჯდება არცერთ სამართლებრივ ჩარჩოში. იმაზე მეტად, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, კადრები ასახავს, თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელისუფლებაში ყოფნიდან მეათე წელს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge