png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

  • მსოფლიო
  • 15.12.2022
  • 17:05
ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

 ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა უკრაინაში 1932-33 წლებში მოაწყო, გენოციდად აღიარა.

„ევროპარლამენტის დეპუტატები მკაცრად გმობენ ქმედებებს, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიკვდილი გამოიწვია და მოუწოდებს ყველა ქვეყანასა  და ორგანიზაციას, რომლებსაც ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ, მიბაძონ მათ მაგალითს და აღიარონ ის გენოციდად“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის განდიდებამ და საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის კულტის აღორძინებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს წარმოადგენს.

ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე გმობენ რუსეთის დანაშაულებს, რომელსაც კვლავ ადგილი აქვს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რაც არის ზამთრის პერიოდში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება.

რეზოლუცია რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს ადანაშაულებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსა და მისი ხალხის იდენტობისა და კულტურის განადგურების მცდელობაში.

რეზოლუცია ასევე გმობს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე ომმა შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისი, რა დროსაც  რუსეთი ანადგურებს და ძარცვავს უკრაინის ხორბლის საცავებს და ხელს უშლის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში.

ამის გარდა, ევროპარლამენტის დეპუტატებს სურთ, რომ ევროკავშირმა და მესამე ქვეყნებმა გაზარდონ ცნობადობა ჰოლოდომორის მოვლენებისა და სხვა დანაშაულების შესაებ, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 507-მა დეპუტატმა, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 17-მა თავი შეიკავა.

მანამდე, 14 დეკემბერს, ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა.

უფრო ადრე, 24 ნოემბერს ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ, ასევე მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, რუმინეთის პარლამენტმა კი ჰოლოდომორი კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge