png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია - თინა ხიდაშელი

  • კომენტარები
  • 15.12.2022
  • 15:40
სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია - თინა ხიდაშელი

სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! დაძლიეთ შიში! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

"რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას სააკაშვილის ვიდეო მასალის ჩვენებით არ არის საიდუმლო. იუსტიციის მინისტრი ეთერიდან გვიხსნიდა როგორ უნდა გავიგოთ, რა უნდა დავინახოთ, რა არა.
მათი მომხრეების, დაქირავებული ტროლების პოსტები, კომენტარები, სხვების კედლებზე შემოვარდნები ნათლად გვაჩვენებს ხელისუფლების გზავნილების უსუსურობას.
სინამდვილეში არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გვინახავს გუშინ იმისგან განსხვავებული რაც ისედაც ვიცოდით. ექსპრეზიდენტი ავადაა და სერიოზული სამედიცინო ჩარევა და დახმარება სჭირდება.
ამასობაში რადგან კადრები აგვისტო-დეკემბრით თარიღდება ამ კადრებით ისიც ვნახეთ რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ჩარევის აუცილებლობას. აგვისტოდან დეკემბრამდე ვერაფრით დაეხმარა მას ის სამედიცინო მხარდაჭერის სისტემა რომელსაც ვივა-მედი და შესაბამისად სახელმწიფო სთავაზობს.
როგორც ყოველთვის, თავად აიჭრა და აირია ხელისუფლება საკუთარ პროპაგანდაში.
არადა, თუკი რამე აქვთ სათქმელი სასამართლოზე უნდა მოიყვანონ პატიმარი, რომელზეც მორიგ ჯერზე გვითხრეს სიმულიანტობს და იტყუებაო.
შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია. გუშინდელი ვიდეოს ჩვენება ზუსტად ეს იყო.
სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! დაძლიეთ შიში! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია!" -წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge