png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქართულ ოცნებას სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, თუ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 15.12.2022
  • 18:29
ქართულ ოცნებას სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან  გადახვევას არ აპირებს, თუ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა - ნიკა გვარამია

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან იგი გადახვევას არ აპირებს თუ გაერთიანებული ძალებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა, - ამის შესაებ პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია.აი, კადრების გავრცელების ფაქტი კი არის სააკაშვილის მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი, ახალი ეპიზოდი.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან იგი გადახვევას არ აპირებს თუ გაერთიანებული ძალებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა.
გუშინდელი დღის შემდეგ, ასევე ცალსახაა, რომ იმ კლინიკაში, რომელშიც ყოფნასაც სააკაშვილის წამების ახალი ეპიზოდი უკავშირდება, თეორიულადაც შეუძლებელია არა თუ მისი გამოჯანმრთელება, არამედ ნეგატიური დინამიკის პროგრესული ტემპის ოდნავ შეჩერებაც კი. წამების საერთაშორისო კონვენციით, დამატებითი პროტოკოლებით, სამედიცინო გაიდლაინებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ განრიდებულ უნდა იქნეს იმ სისტემებს და წიაღებს (პენიტენციური იქნება თუ ჯანდაცვის), სადაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ქონდა ადგილი.
ცხადია, როდესაც წამების ეპიზოდს ვივამედს ვუკავშირებ, არ ვგულისხმობ რომ კლინიკამ აწამა ის. ვგულისხმობ, რომ კლინიკაში მის ყოფნას უკავშირდება ის ვიდეომასალა, რომლის გამოქვეყნებაც შეადგენს წამების დანაშაულს. შესაბამისად, პატიმარი სააკაშვილი აპრიორი ვერ იგრძნობს თავს კლინიკაში უსაფრთხოდ და ვერ ექნება ნდობა პერსონალისადმი", - წერს გვარამია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge