png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მოშიმშილე დეპუტატებთან პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა

  • პოლიტიკა
  • 16.12.2022
  • 11:17
მოშიმშილე დეპუტატებთან პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა

მოშიმშილე დეპუტატებთან პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა. შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. დღეს, მოშიმშილეთა რიცხვი გაიზარდა - ანა წითლიძეს, დავით კირკიტაძეს და აბდულ ისმაილოვს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში გადაწყვეტილება მიიღება სამართლებრივი პროცედურით და არა იძულებით.

"მე მოვუწოდე მოშიმშილეებს რომ შეწყვიტონ შიმშილობა. პირველი - ეს არ არის ფორმა, რომლითაც უნდა შეეცადონ რომ აიძულონ სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიღება. სამართლებრივ სახელმწიფოში გადაწყვეტილებები მიიღება სამართლებრივი პროცედურით და არა იძულებით და მეორე - შეწყვიტონ შიმშილობა, ვინაიდან ამით ისინი პირიქით ახალისებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს კლინიკის ექიმებთან. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ "ვივამედის" კლინიკის ხელმძღვანელის განცხადება, ფაქტობრივად დილემურ სიტუაციაში არიან ჩაყენებული ექიმები იმიტომ, რომ მათი ინტერესი გააჯანსაღონ მიხეილ სააკაშვილი, ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის და მათი მეგობრების ინტერესს, რომ რაც შეიძლება დაამძიმონ მისი მდგომარეობა," - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, ისინი პროტესტის ამ ფორმას იქამდე მიმართავენ, სანამ არ დარწმუნდებიან რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სამწუხაროდ, არაფერი არ შეცვლილა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია და ბუნებრივია ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს შიმშილობას მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სანამ მას არ ვიხილავთ იმ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს იმ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას, რა მდგომარეობაშიც დღეს ის არის," - თქვა კირკიტაძემ.

მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. დღეს, შიმშილობის მეორე დღეა. დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge