png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, ის არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოში იხდის სასჯელს - პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 16.12.2022
  • 12:49
სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, ის არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოში იხდის სასჯელს - პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ აღარ უარყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის ომბუდსმენის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებებს.

მისი თქმით, სააკაშვილი არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის.

„მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ უარყოფს. ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაც, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი თითქოს მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის გასამართლებული, აღარავინ დავობს, შესაბამისად, ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ვიცი, ის, არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ციხეში იხდის სასჯელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ქართულ მახრეს მოუწოდებს, „უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის“. უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი კი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge